13 წლის ლაზარე ლობჟანიძე, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემტხვევის დროს დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს. მოზარდის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანის დროს მძიმე იყო.
მეორე დღეს დინამიკა გაუმჯობესდა, დღეს დილით კი დამატებითი კვლევების ჩატარებისა და დამაკმაყოფილებელი პასუხების საფუძველზე, მოზარდი სახლში გაწერეს.