ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში 34 წლის კაცს დენმა დაარტყა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მამასთან ერთად ხე მოჭრა, რომელიც ელექტრო სადენებს დაეცა. 34 წლის კაცმა ხის შეჩერება სცადა, რა დროსაც დენმა დაარტყა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც, თუმცა კაცი უკვე გარდაცვლილი იყო.