უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა

2022-10-09 00:16:18

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ტყეში, 23 წლის ახალგაზრდას ხე დაეცა და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი, ტყეში დასახმარებლად მეგობრებს გაჰყვა.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთვსებელი დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.