გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 154 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 55 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 48 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 26 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, სამცხე-ჯავახეთშიც - 18, აჭარაში - 11, შიდა ქართლშიც - 11, მცხეთა-მთიანეთში - 7, ქვემო ქართლში - 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთშიც - 6, გურიაში კი, 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 388-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 50 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.