ნინო ლაცაბიძე კოლეჯ ,,მოდუსის" და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

2022-10-04 14:35:01

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქში მოქმედი მსხვილი საწარმოებისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას, რომელიც რუსთავის პროფესიულ კპლეჯში ,,მოდუსი" შედგა, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებიც ესწრებოდბენ. კოლეჯის სტუმრები სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ და იქ არსებული სახელოსნოები დაათვალიერეს. მოგვიანებით, ,,მოდუსის" დირექტორმა ნინო ქავთარაძემ, სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა.

,,მუნიციპალიტეტი, დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით გააუმჯობესოს რუსთაველების ყოველდღიურობა და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს ახალი ინვესტიციებისთვის, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ჩვენი პრიორიტეტი, ინვესტიციების მოზიდვა და განათლების ხელშეწყობაა. ადგილობრივ ბიზნესთან ერთად, კოლეჯ ,,მოდუსის“ შესაძლებლობებს დღეს ადგილზე გავეცანით. ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლის მჭიდრო ურთიერთობა, რუსთაველებს ეფექტიანად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრის მიზანი, ადგილობრივ ბიზნესსა და პროფესიულ კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და სტუდენტებისთვის, შემდგომი დასაქმების პერსპექტივის გაჩენა იყო. დეფიციტურ პროფესიებზე ორიენტირებული პროფესიული სასწავლებელი, ადგილობრივ ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრის შეძენის, სტუდენტებისთვის, კი დასაქმების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

პროფესიულ კოლეჯში 15 პროგრამა მუშაობს. სასწავლებლის სტუდენტებს, სამკერვალო წარმოების, კულინარიის, სანტექნიკის, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქტორის, თმის სტილისტის, მებაღის, ტურისტული მეგზურის, ელექტრიკოსის, შემდუღებლის და სხვა პროფესიების დაუფლების საშუალება აქვთ.