როგორი ამინდი იქნება 10 ოქტომბრამდე რუსთავში

2022-10-04 13:19:09

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. მხოლოდ 5 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე დათბება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 5 ოქტომბერი  + 29 °C, 6 ოქტომბერი + 25 °C, 7 ოქტომბერი + 23 °C, 8 ოქტომბერი + 20 °C.