ვინ დატოვებს ბაღს და ვინ ჩაირიცხება მის ნაცვლად

2017-10-09 12:39:17

რეზერვის სტატუსის მქონე ბავშვების ჩარიცხვა ბაღებში დროებით შეჩერებულია. ამის მიზეზი ბაღებში დაწყებული მკაცრი აღრიცხვაა.

 „ჩვენ უკვე დავიწყეთ რეზერვის ბავშვების ჩარიცხვა, მაგრამ ამ ეტაპზე გაჩერებულები ვართ, რადგან ბაღებში მკაცრი აღრიცხვა დაიწყო. 30 ოქტომბერს გაირკვევა, ბრძანების წიგნით გარიცხული ბავშვბების რაოდენობა, სწორედ  მათი ადგილები  გამოცხადდება ვაკანტურად და ამის შემდეგ გამოცხადდება რეზერვის ბავშვების ჩარიცხვა“- განაცხადა ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა.

რეზერვის სტატუსის მქონე ბავშვების ჩარიცხვა, სასწავლო წლის დაწყებიდან, ყოველი თვის ბოლოს ეტაპობრივად განხორციელდება.

გარდა ამისა ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხიებინ სპეციალური საბჭოს მიერ გამოვლენილი ბავშვები.