მოსახლეობა მშვიდობის ქუჩის მოწესრიგებას ითხოვს

2017-10-08 19:12:51

მოსახლეობა უკვე წლებია მშვიდობის ქუჩის მოწესრიგებას ითხოვს. აღნიშნულ მონაკვეთზე ძირითადად სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან რის გამოც გზის საფარი კიდევ უფრო დაზიანდა. "ინფო რუსთავმა" მოსახლეობის მოთხოვნა არაერთხელ გააჟღერა, ამჯერად კი ცნობილი ხდება რომ მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია შესაძლოა კომპანია "ბი პი"-მ განახორციელოს. კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი "ინფო რუსთავთან" საუბარში ადასტურებს რომ ამ საკითხს კომპანიაში განიხილავენ. ამ მომენტისთვის საბოლოო ადაწყვეტილება მიღებლი არ არის, თუმცა არ გამორიცხავენ რომ კომპანია "ბი პი"-მ აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია საკუთარი ხარჯებით მოახერხოს. აღსანიშნავია რომ 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია "ბი პი"-მ გარდაბანში უკვე განახორციელა.