შევიდა თუ არა რუსული სკოლის გახსნის მოთხოვნა სამინისტროში

2022-09-30 11:21:42

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით უწყებაში არცერთი მოთხოვნა არ შესულა.

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე, 37-ე, მე-40 მუხლების საფუძველზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 10 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოში რუსული სკოლის გახსნის ან საჯარო სკოლებში რუსული სექტორის დამატებასთან დაკავშირებით განაცხადი არ შემოსულა", - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაში.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი