"რუსთავქალაქობა 2022"

2022-09-25 20:49:21

ამ წუთებში, კოსტავას გამზირე "რუსთავქალაქობა 2022"-ის აღსანიშნავად ღონისძიება მიმდინარეობს.

ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე კონცერტი ლეგენარულმა მომღერალმა, ნანი ბრეგვაძემ გახსნა. მომღერალმა რუსთაველი მსმენელისთვის მისი რეპერტუარიდან კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულა.

ღონისძიება ორკესტრის თანხლებით მიმდინარეობს, რომელსაც ნიკა ნიკვაშვილი ხელმძღვანელობს.

სცენიდან რუსთაველებს ასევე უმღერებენ ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე. მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს თეატრალურის კვარტეტი.

კოსტავას გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია. საავტომობილო შეზღუდვა 22:00 საათამდე იმოქმედებს.