რუსთავის სარაგბო სტადიონზე დიდი 10-ის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა, რუსთავის "ხარები" თბილისის "ლელოს" დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, თამაშის პირველ ნახევარს რუსთაველების იგებდნენ, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდმა გამონახა ძალა და "ხარები" ანგარიშით 22:25 დაამარცხა.
მორიგ შეხვედრას რუსთავის "ხარები" 28 ოქტომბერს, თბილისში, "არმიის" წინააღმდეგ გამართავს.