უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა, მაგრამ სერიოზულად არ დაშავებულა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა, სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც პრეზიდენტი იჯდა, კერძო ავტომობილსა და ავტობუს შეეჯახა.
„პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, მას სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება.