რუსთავის საქალაქო სასამართლომ 43 წლის ბ.ფ.-ს მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა განიხილა. სხდომას მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი უძღვებოდა. პროკურორის ხატია გოგრიჭიანის მოთხოვნით რომელსაც დაკავებულის ადვოკატი გიორგი ბერიძეც დაეთანხმა მოსამართლემ სხდომა დახურა. შუადგომლობის განხილვის შემდეგ მოსამართლემ ბ.ფ.-ს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ რომ ფაქტი 4 ოქტომბერს XIX მიკრო-რაიონში დაფიქსირდა, 43 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონაზე იძალადა.
„ინფო რუსთავი“ პროკურორს ხატია გოგრიჭიანს და დაკავებულის ადვოკატს გიორგი ბერიძეს გაესაუბრა. ნახეთ ვიდეო.