10 და 12 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 11-12 სექტემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.
11 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, 12 სექტემბერს კი +25, +30 გრადუსამდე დათბება. ქ. თბილისში 11 სექტემბერს გრილი(დღისით +20, +22 გრადუსი) და დღის პირველ ნახევარში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დანარჩენ დღეებში კი (10 და 12 სექტემბერს) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება : 10 სექტემბერი + 25 °C, 11 სექტემბერი + 20 °C, 12 სექტმბერი + 26°C, 13 სექტემბერი + 29 °C.