„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი, რუსთავის მეორე პოლიკლინიკის მენეჯმენტსა და მედპერსონალს შეხვდა. ირაკლი ტაბაღუამ კლინიკა დაათვალიერა და თანამშრომლებს ესაუბრა. „ჩემი მერობის პერიოდში თითოეული პრობლემის გადაჭრის დროს აქცენტი გაკეთდება არა მოგვარების ფასადურ პოლიტიკაზე, არამედ საკითხების საფუძვლიანად შესწავლაზე და რეალური შედეგის მიღწევის მიზნით სწორად დაგეგმილი, კარგად გააზრებული ნაბიჯების დაგეგმვა-განხორციელებაზე“, - უთხრა კლინიკის თანამშრომლებს მერობის კანდიდატმა და ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც 4 წლის განმავლობაში აპირებს. ®