რუსთავთან არსებულ სოკოს საწარმოში კომპოსტირების პროცესი 20 სექტემბრიდან უნდა შეწყდეს. ამის შესახებ დღეს, "თეთრ ქუდში" გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
საწარმოში რუსთავის მერი ნინი ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ.
დათვალიერების შედეგად ცნობილი გახდა, რომ "თეთრ ქუდში" კომპოსტირების პროცესი, რაც უსიამოვნო სუნის წარმომქმნელია, ისევ მიმდინარეობს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომპანიას საბოლოო ვადა 20 სექტემბრამდე მისცეს.
საწარმომ ამ დრომდე უნდა მოძებნოს რუსთავიდან მოშორებით ალტერნატიული ტერიტორია, სადაც კომპოსტირების პროცესს გააგრძელებს.
დეტალები ნახეთ ვიდეოში: