მექსიკიდან აშშ-ში მოსახვედრად, მდინარე რიო გრანდეს გადაკვეთის მცდელობისას 8 მიგრანტი დაიღუპა. სასაზღვრო პატრულმა კი 37 ადამიანის გადარჩენა შეძლო.
ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო-საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
გადარჩენილი 37 პირი ამ დროისთვის დაკავებულია.