პირდაპირი ეთერის დროს პატრულმა "ინფო რუსთავის" მანქანა გააჩერა (ვიდეო)

2017-10-05 12:32:02

პირდაპირი ეთერის დროს პატრულმა "ინფო რუსთავის" მანქანა გააჩერა. იმ დროს როდესაც პატრულ ინსპექტორმა მანქანის მძღოლს გაჩერება სთხოვა, პირდაპირ ეთერში გადაცემა "თავისუფალი არჩევანი" მიმდინარეობდა, რომელშიც ოპოზიციური პარტიის "ხალხის პარტიის" მერობის კანდიდატი ანნა კეკენაძე იყო მიწვეული. მერობის კანდიდატს გაუჩნდა ეჭვი რომ პატრულმა პირდაპირი ეთერი განგებ შეაფერხა. პატრულის თანამშრომელმა, მძღოლი და ამავდროულად გადაცემის წამყვანი გიორგი ჩომახაშვილი ალკოტესტის მეშვეობით გადაამოწმა. აღმოჩნდა რომ ჟურნალისტი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და შესაბამისად რამდენიმე წუთიანი შეფერხების შემდეგ გადაცემა გაგრძელდა. ნახეთ ვიდეო.