ირაკლი ტაბაღუა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდა

2017-10-05 11:16:56

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ტაბაღუა, ამჯერად მედიკოსებს, კლინიკა „რუსთავში" შეხვდა. მერობის კანდიდატმა კლინიკის მედპერსონალისგან ინდივიდუალურად მოისმინა მათთვის აქტუალური საკითხები და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

მედიკოსების შემდეგ მერობის კანდიდატი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, დავით რეხვიაშვილთან ერთად „შ.პ.ს ვაგონმშენებელი კომპანიის“ ხელმძღვანელეობასა და თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას პარლამენტის წევრი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე ესწრებოდა. ირაკლი ტაბაღუამ შეხვედრაზე ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილა. ®