შსს-მ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2017-10-04 23:15:34

მცირეწლოვანზე ძალადობის ფაქტზე, რომელიც გუშინ XIX მიკრო რაიონში დაფიქსირდა რუსთავის პოლიციამ 1 პირი დააკავა. ამ მომენტისთვის "ინფო რუსთავი" დეტალებს აზუსტებს. აღიარებს თუ არა დაკავებული 40 წლამდე მამაკაცი დანაშაულს ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის I პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის ცემას გულისხმობს.