მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2017-10-04 20:15:24

გარემოს ეროვნული სააგენტო - "საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება შენარჩუნდება. მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მომატება. ზოგიერთ რეგიონში ნალექი შენარჩუნდება თუმცა უმეტესად გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 9 ოქტომბრისთვის მაქსიმუმს, 24°C მიაღწევს.

მომდევნო ოთხი დღის მანძილზე რუსთავში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა: 6 ოქტომბერი - 18°C, 7 ოქტომბერი - 21°C, 8 ოქტომბერი - 22°C, 9 ოქტომბერი - 24°C.