ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და დარგში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას გაეცნო. "იყო გაცნობითი შეხვედრა, მოვისმინეთ არსებული პრობლემები, დავსახეთ მიზნები და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ამ საკითხების მოგვარებას შევუდგებით. ძირითადი პრობლემაა სადაზღვევო კომპანიებთან აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით, იყო პატარა პრობლემა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით" - განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.