ხანძარი XVII მიკრო-რაიონში დაახლოებით 22:30 საათზე გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი ავტოსადგომზე, ჯიხურში არსებულ მეორად საბურავებს წაეკიდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. აღნიშნული ფაქტის გამო XVII მიკრო-რაიონის მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდათ.