ირაკლი ტაბაღუა მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს

2017-10-03 23:04:31

ირაკლი ტაბაღუა მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ირაკლი ტაბაღუა ფალიაშვილის ქუჩის, მე-7 და 21-ე მიკრორაიონების მცხოვრებლებს, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა.

"ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელდება ჩემი მერობის პერიოდში, იქნება მორგებული თითეული რუსთაველის საჭიროებაზე" - უთხრა შეკრებილებს ირაკლი ტაბაღუამ და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ®