"ნინო იმედაშვილი უბრალოდ ცრუობს" (ვიდეო)

2017-10-03 18:17:43

"ევროპული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატს, ნინო იმედაშვილს, რუსთავის მერია პასუხობს და სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
იმედაშვილის მიერ რუსთავის მერიისადმი გამოთქმულ ბრალდებებს,მათ შორის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ აქუბარდია აბსურდულს უწოდებს - "ბოლო დროის განმავლობაში მან არაერთი ეთერის საშუალებით გააკეთა აბსურდული განცხადებები, ქალბატონი ნინო იმედაშვილი უბრალოდ ცრუობს და ფიქრობს, რაც უფრო დიდ ტყუილს იტყვის და რაც უფრო დიდ ციფრებს დაასახელებს უფრო მოიგებს ამომრჩევლის გულს და უფრო მეტ ხმებს მიიღებს" - განაცხადა ჟურნალისტებთან აქუბარდიამ.

მედიასთან ნინო იმედაშვილის კონკრეტულ ბრალდებებს დეტალურად რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა უპასუხა.

"2013-14 წლებში აუდიტის დასკვნის მიხედვით, გაცემულია 3.6 მილიონი პრემია დანამატებისთვის, აქედან 2.8 მილიონი გაცემულია წინა მოწვევის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დროს.

აპელირებს შტატგარეშე მოსამსახურეების ხელშეკრულებებზე, მაგალითად, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, 486 თანამშრომელი დაგვხვდა, მათგან 157 იყო ხელშეკრულებით, ახლა  არის 303 ადამიანი, აქედან 269 ადამიანი არის შტატში, 34 ხელშეკრულებით. ჩვენს დაფუძნებულ აიპებში 600 ადამიანი არის ხელშეკრულებით დასაქმებული, რომლებიც არიან ააიპ "დასუფთავების" და "სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის" თანამშრომლები.

გავამახვილებდი ყურადღებას, შენობა-ნაგებობის დაცვასთან დაკავშირებით, იმედაშვილი ამბობს, რომ 162 400 ლარია გადახდილი  ეს აუდიტის დასკვნაშიც წერია, მაგრამ აქედან მე უნდა განვმარტო ასევე, რომ 2013-14 წლებში ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულებები 134 400 ლარზე, ხოლო ჩვენს პერიოდში გადახდილი იქნა მხოლოდ 28 000 ლარი,

ამბობს, რომ მხოლოდ ქალაქის ცენტრში ხდება ინფრასტრუქტურის მოწყობა, როცა მხოლოდ ჭყონდიდელის დასახლებაში 6 მილიონამდე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.

ბაღებზე ჩვენ გვაქვს დახარჯული 6 მილიონი ლარი, აქედან 3.8 მილიონი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახარჯული 2.2 მილიონი ეს არის ევროკომისიის გრანტი.

შესყიდვებს რაც შეეხება, 2014-17 წლებში, სულ გაფორმებულია ხელშეკრულებები 56 000 090 ლარის, აქედან გამარტივებული და გადაუდებელი გზით სულ არის 1 942 000 ლარი, აქაც არის ნახევარზე მეტი მთავრობის განკარგულებები. 2011-13 წლებში გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმებული ხელშეკრულებები ნაციონალური მოძრაობის დროს ჯამში შეადგენს 9 200 000 ლარს, ამიტომ ქალბატონ ნინოს აერია 10 000 000 ლარი, რომელსაც ჩვენ გვაბრალებს.

ასევე არასწორად აპელირებს ერთ-ერთ ხელეკრულებაზე, ერთ-ერთ კომპანიასთან 1 999 000 ლარზე გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გზების რეაბილიტაციის სამუშაოების ხელშეკრულება 2012 წლის 6 აგვისტოს არის გაფორმებული, ამ პერიოდში თქვენ იცით, რომ ბიუჯეტს გეგმავდა, იღებდა, ტენდერებს აცხადებდა ნაციონალური მოძრაობის საკრებულო, ამიტომ ესეც მორიგი ბრალდება და ტყუილია,

მანქანებთან დაკავშირებით გააჟღერა, რომ ეს არის 400 000 ლარის მანქანები, ჩვენ როდესაც მოვედით არცერთი მძიმე სპეც.ტენიკა არ იყო ქალაქში, ამიტომ ამწე კალათი, სარწყავი მანქანა და უნივერსალური ტრაქტორი, სამივე ჯამში არის 513 800 ლარისღირებულების. თეთრი შკოდები, რომლებიც მემკვიდრეობით გვერგო შეძენილია ნაციონალური მოძრაობის დროს კანონდარღვევით და არასწორი მეთოდებით." - განაცხადა მამუკა მამაიაშვილმა. ნახეთ ვიდეო.