რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული 3 პირი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.
ქურდული სამყაროს წევრობაში (საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი) ბრალდებულებმა (ზ.ს, ლ.შ, ვ.ლ) 2016 წლის 21 დეკემბერს დაახლოებით 03:00 საათზე ზ.ს-მა, ლ. შ-სთან და ვ. ლ-სთან ერთად შეხვედრა დაუთქვეს რ. ი-ს ქ. რუსთავში, ე.წ. ინტერნატების დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც , ქურდული გარჩევების დროს მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით, იძულებით მოსთხოვეს რ. ი-ის კუთვნილი თბილისის ქუჩის მიმდებარე 50 000 ლარად ღირებული 400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ზ. ს-ის სახელზე გაფორმება, იმ მოტივით, რომ აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილი იყო ე.წ. კანონიერი ქურდის მიერ.
2016 წლის 22 დეკემბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა კვლავ მოსთხოვეს შეხვედრა რ. ი-ს იმავე ადგილას. რ. ი-თან შეხვედრის შემდეგ მათ კვლავ იძულებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს მას მითითებული მიწის ნაკვეთის ზ. ს-თვის გადაფორმება, რაც სისრულეში მოიყვანეს მიმდინარე წლის 23 დეკემბერს.
აღნიშნულ ეპიზოდში სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულების ვ. ლ-ს, ლ. შ-ს და ზ.ს-ს ბრალეულობას აღნიშნულ ბრალდებაში, ამიტომ ისინი ამ ამ მუხლის მიხედვით უდანაშაულოდ ცნო.
დაკავებულებს ბრალი გამოძალვის მუხლითაც ჰქონდათ წარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით), რაშიც მოსამართლემ სამივე პირი დამნაშავედ ცნო და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ვ. ლ-ს და ზ.ს-ს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, ხოლო ლ. შ-ს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
შსს-მ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერი გასული წლის დეკემბერში გაავრცელა.