გარდა რუსთავში არსებული საწარმოების ნაწილისა, გარემოს აბინძურებენ რუსთავთან ძალიან ახლოს მდებარე ქარხნებიც, რომელიც ბუნებრივია, ჯანმრთელობისთვის საშიშს ხდის ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ.
"ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა ფოტო-ფაქტი, რომელზეც ასახულია, როგორ ხდება გაჩიანში არსებული საწარმოდან მყარი ნაწილაკების ჰაერში უკონტროლო გაფრქვევა.
მეტალურგიულ ქარხანასთან ფოტო რამდენიმე წუთის წინაა გადაღებული.