უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
ადგილზე სამაშველო ბრიგადა სამძებრო სამუშაოებს რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა.