მომდევნო 3 დღის ამინდის პროგნოზი

2017-10-02 22:43:24

გარემოს ეროვნული სააგენტო - "2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მომდევნო სამი დღის რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი, ამინდის პროგნოზი: 3 ოქტომბერი - 16°C, 4 ოქტომბერი - 15°C,  5 ოქტომბერი - 15°C.