ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირეს სკოლა „ლამპარის“ მეათე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს ესტუმრნენ. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ დებატებში და დასვეს კითხვები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, ასევე ამ ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობის შესახებ. „ლამპარის“ ხელმძღვანელის, თემურ მენაფირეს განცხადებით, ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა გააანალიზონ, თუ რა ვალდებულებები აკისრიათ საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე. ნახეთ ვიდეო.