მძღოლი ადგილზე დაიღუპა

2022-08-09 18:26:28

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, “კამაზის” მარკის სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.


გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.