ავარიის დროს დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა

2022-07-28 13:13:48

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარალეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 31 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, ახალგაზრდა კაცს ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. ის მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ავარიის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე 60 წლის ქალი დაიღუპა.