რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 183 რელიგიური ადგილი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა.ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Independent-ი ავრცელებს.
უკრაინის ეთნიკურ საკითხთა სამსახურის ცნობით, აღნიშნული მოიცავს: ეკლესიებს, მეჩეთებს, სინაგოგებს, უკრაინის რელიგიური თემების საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ შენობებს.
გამოცემის ინფორმაციით, 183 ადგილიდან ხუთი, რომლებიც რუსეთის თავდასხმების შედეგად გაანადგურეს, არის მუსულმანური, ხუთი იუდაური და დანარჩენი 173 კი - ქრისტიანული.