რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომდგენლები ესწრებოდნენ. მათ მომავალი წლის პრიორიტეტები განიხილეს და ახალგაზრდულ სამსახურებს შორის მჭიდრო კონტაქტისა და მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „world vision საქართველო“ ახორციელებდა.