გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სხარტალში, მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთში, წიწვოვანი სახეობის 40 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) გამოავლინეს.
აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.