პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე ავტომობილების მასობრივი ქურდობის ფაქტზე დააკავეს.
34 და 40 წლის მამაკაცებს სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით მწყობრიდან გამოჰყავდათ საკეტები, რის შემდეგაც ავტომობილებში არსებულ ფულს და ნივთებს ეუფლებოდნენ.
დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ელით.