თბილისში 14 წლის ნიკა ბულაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ რომ მოზარდი მე-14 სართულიდან სასიკვდილო თამაშის ერთერთი დავალების შესასრულებლად გადახტა. დედის თქმით ბიჭს ემუქრებოდნენ, მას ურეკავდნენ კლასელები, ჰქონდათ შეხვედრები. მოზარდის მამა ამბობს რომ იყო საეჭვო დამთხვევა, 14 წლის ბიჭი გადახტა მე-14 სართულიდან ზუსტად 14 საათზე. ოჯახის წევრების თქმით სასიკვდილო თამაშის ორგანიზატორებს წარმომადგენლები საქართველოშიც ჰყავთ, ასევე ეჭვს გამოთქვამენ რომ მოზარდს უთვალთვალებდნენ და გადახტომის დრო ფოტო-ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ. არსებული ინფორმაციით სამართალდამცავებმა სახლიდან კომპიუტერი და მოზარდის პირადი ნივთები წაიღეს და ამ მომენტისთვის გამოძიება მიმდინარეობს. აღსანიშნავია რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოში აგვისტოს თვეშიც დაფიქსირდა.
წყარო: რუსთავი2