სამტრედიაში უბედურ შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი აივნიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში ჰყავდათ მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.