საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს 242 მოქალაქე არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი არვრცელებს.
ქვეყანაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებს იტალიამ უთხრა, სადაც 62 მოქალაქე არ შეუშვეს. 41-41 მოქალაქე არ შეუშვეს საბერძნეთსა და პოლონეთში. 27-27 კი გერმანიასა და კვიპროსში.
საქართველოს 20 მოქალაქეს უარი ეთქვა უნგრეთში შესვლაზეც.
შსს-ს ინფორმაციით, შენგენის ზონის ქვეყნების მიმართულებით, სულ საქართველოს 83 359 მოქალაქე გაემგზავრა.
(მონაცემები დათვლილია მიმდინარე წლის 28 მარტიდან 7 სექტემბრის ჩათვლით. მონაცემებში შედიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც შენგენის ზონაში გასამგზავრებლად ისარგებლეს პირდაპირი რეისით.)