თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბ.ჯ., 26 წლის დ.გ. და 25 წლის პ.კ. ღამის 02:00 საათზე ათათურქის ქუჩაზე მიმავალი ქალისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ.
პოლიციმ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გამოიკვლია, რის შემდეგაც საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. დაკავების ამსახველ ვიდეოს ადგილობრივი მედიასაშუალება ავრცელებს. ნახეთ ვიდეო.