ბოლნისის საბავშვო ბაღებში კარანტინი გამოცხადდა. როგორც "ინფო რუსთავს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრეს სამსახურში განუცხადეს, ერთკვირიანი კვლევებისა და მონიტორინგის შედეგად ბაღებში 2 სახის ინფექცია დაფიქსირდა, კერძოდ, ბაქტერიული შიგელა და ენტეროვირუსი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბაღები 1 კვირით დაიხურა. ამ დროისთვის კი 12-ვე ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.