"ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია"

2022-07-02 10:39:35

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო–-ომალოს საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ჩამოსული მეწყერის გამო, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, კმ16-კმ72 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ16 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.