რუსთავში ავტობუსის მძღოლს სცემეს

2021-06-30 19:57:00

რუსთავში ავტობუსის მძღოლს სცემეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მგზავრებსა და მძღოლს შორის კამათი საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესრიგის დაცვის მითითებით დაიწყო, რასაც 2 მამაკაცის გაღიზიანება მოჰყვა.

30-40 წლამდე ორმა მამაკაცმა მძღოლს ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაძაბულობის განმუხტვას შეეცადა ავტობუსში მყოფი სასულიერი პირი, რომელსაც მამაკაცები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია.

სამართალდამცავებმა 2 მამაკაცი დააკავეს.