თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წევრებს 3 ივლისის აქციასა და ქვეყნის პროდასავლურობაზე საინფორმაციო ტიპის შეხვედრა უნდა, სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
"შინ ევროპისკე" წევრების თქმით, შეხვედრის ფარგლებში სპეციალურ ბროშურებს არიგებდნენ და მოქალაქეებს 3 ივლისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.
მათივე განმარტებით, ადგილზე მივიდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირება სტუდენტებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.