საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს

2022-06-29 13:41:20

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში 47 წლის ქართველი ქალი დააკავეს. ქალი მოხუცებს, რომლებთანაც საოჯახო საქმეების დამხმარედ მუშაობდა, საძილე საშუალებებით აბრუებდა და ძარცვავდა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის გამოძიება ოთხ საქმეზე მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ახერხებდა მოხუცებთან საოჯახო საქმეების დამხმარედ დასაქმებას, შემდეგ კი მათ საკვებსა და სასმელში საძილე საშუალებებს უყრიდა და სახლებიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა.

დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ამოიღეს: ძვირფასეულობა, გაურკვეველი ნივთიერება, აბები, გარკვეული თანხა და დანა.