რუსთავის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში "ოქსიგენ ფესტი" 8-9 ივლისს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია, ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები 25-26 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო ცენტრალურ პარკში მოწყობილი მთავარი სცენა დაზიანდა და მუსიკალური და საცეკვაო ნომრების გაგრძელება შეუძლებელი გახდა.