6 სამართალდარღვევა გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა: წალკის წყალსაცავზე, მოქალაქეები, ანკესზე გამობმულ სახლართ ბადეებსა და გასაბერ ნავს იყენებდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ, ჯამში 11 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი. მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე ებედაზე, მოქალაქე თევზჭერას ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადით ახორციელებდა. 3 სამართალდარღვევა კი გამოვლინდა ქალაქ რუსთავში. მოქალაქეები, თევზჭერას აკრძალული ადგილიდან. ე.წ. დამბის ხიდიდან ახდენდნენ. 2 სამართალდამრღვევს 5 ერთეული სახლართი ბადის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 1,6 კგ თევზი.
უკანონო თევჭერის 3 ფაქტია გამოვლენილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის წყალსაცავზე, 2 მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ბადეების, ე.წ. პარაშუტების გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას; ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საძალისხევზე, მოქალაქე თევზჭერას ელექტროშოკური აპარატით ახორციელებდა. მას უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 5 კგ. თევზი. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებებიც გაატარეს. შაორის წყალსაცავზე გამოვლენილია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 2 ერთეული, დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, რომლებიც ჩაგებული იყო ტივტივანიშნულების გარეშე; ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირის ტბიდან კი, ამოღებულია 13 ერთეული, დაახლოებით 2500 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.
3 სამართალდარღვევა გამოავლინეს კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა: ბრაკონიერები, უკანონო თევზჭერისას, ელექტროშოკურ აპარატებს, დენის წყარო - აკუმულატორებს, ჩოგანბადეებსა და მოსასმელ ბადეს იყენებდნენ თელავის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე - ალაზანზე, იორსა და ბურსაზე. საგარეჯოში, სამართალდამრღვევებს სხვადახვა სახეობის ნახევარ კილოგრამამდე თევზიც ჰქონდათ მოპოვებული.
3 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმაც. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯუმზე, მოქალაქეს სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ტობის სახეობის 700 გრ. თევზი. ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე მუნჩიაზე, მოქალაქე სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას. მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარეებზე - აბაშასა და ცივზე კი, მოქალაქეებმა ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადისა და ელექტროშოკური აპარატის, ე.წ. პილგანის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს, სხვადასხვა სახეობის, ჯამში 6 კილოგრამამდე თევზი.
3 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლოვანზე, მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატის, აკუმულატორის, ჩოგანბადისა და სახლართი ბადის გამოყენებითბ ახდენდნენ თევზჭერას. 2 სამართალდარღვევა გამოავლინეს აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა: ხაშურსა და მცხეთაში, მდინარე მტკვარზე, ბრაკონიერები თევზჭერისას უკანონო საშუალებებს - ელექროშოკურ აპარატსა და გასაბერ ნავს, ასევე სახლართი ტიპის ბადეს იყენებდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ სხვადასხვა სახეობის, ჯამში 8 კგ. თევზი.
სამართალდარღვევა გამოავლინეს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც მოქალაქე აკრძალული მეთოდით - ე.წ. გოდორით ახდენდა თევზჭერას. თბილისის ზღვაზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად კი, ამოღებულია დაახლოებით 50 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე და 1 ერთეუული ე.წ. გოდორი. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ჟინვალის წყალსაცავზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, დაახლოებით 900 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე და 1 ერთეული ე.წ. გოდორიცაა ამოღებული.
თევზჭერის საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემგდომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.