უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა [photo]

2022-06-26 20:19:27

მარნეულში უბედურ შემთხვევას 40 წლამდე ქალი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა, რის დროსაც აივანზე მყოფი ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მძიმედ დაშავდა ორსული ქალი.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.