1-ელი ივლისიდან მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება.
რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, 54 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად განხორციელდება.
"მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოიცავს:
• 59 მუნიციპალიტეტს
• ათასზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს
• 4000-ზე მეტ დასახლებას
მიწის რეგისტრაციის პროცესი:
• სრულიად უფასოა მოქალაქეებისთვის
• ხელმისაწვდომია, მათ შორის, ემიგრანტებისთვისაც.
მიწის რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეებს სოციალური სტატუსი არ მოეხსნებათ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
სანოტარო მედიაცია;
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
ფაქტების კონსტატაცია;
მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.