რუსეთი, ევროკავშირი, თურქეთი

2022-06-19 14:51:22

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $841 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ტურისტულ შემოსავალის მხრივ, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც წელს გრძელვადიანი მიგრანტები შემოვიდნენ. ჯამურად, რუსებმა წელს საქართველოში $150 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს საქართველოში 94.6 მილიონი დახარჯეს.

მთლიანობაში 2022 წელს საქართველომ 1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, მათი დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1) რუსეთი - $150.4 მილიონი დოლარი, 156,910 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $959
2) ბელარუსი - $94.6 მილიონი დოლარი; 29,671 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $3,188
3) ევროკავშირი - $90.3 მილიონი დოლარი; 72,181 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,251
4) უკრაინა - $82.2 მილიონი დოლარი; 55,630 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,478
5) თურქეთი - $80.8 მილიონი დოლარი; 199,945 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $404